ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მიესამლება მოლდოვას განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და აცხადებს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი რეფორმების კუთხით სწორ გზაზე დგას.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მოლდოვა დისპროპორციულად დაზარალდა რუსეთის მიერ მის მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში დაწყებული ომის გამო. მოლდოვას 450 000 პირის შეფარება მოუწია, რომელთაგან 100 000-მდე ისევ ქვეყანაში რჩება. ასევე მოლდოვას შეუმცირდა სავაჭრო ბრუნვა და ქვეყანაში გაიზარდა კომუნალური გადასახადები და ტრანპორტის ფასი.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ მეტად დაეხმაროს მოლდოვას, გამოყოს მისთვის ახალი მაკროფინანსური დახმარება, გაატაროს ზომები ტრანპორტისა და ვაჭრობის მეტად ლიბერალიზაციისთვის, ასევე დაეხმაროს ქვეყანას იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადების მართვაში.
ასევე, რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, რომ სწრაფად დაასრულოს მოლდოვის აპლიკაციის შემოწმება და ამ პერიოდში გააგრძელოს ქვეყნის სრული მხარდაჭერა. ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
ასევე რეზოლუციაში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ დნესტრისპირეთის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო,