მიღწეულია შეთანხმება საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის - ადმინისტრაცია

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში  შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.

პრესრელიზის მიხედვით,  უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის.

მათი თქმით, ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები  უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.