მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის – ჯამში 34 მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.