მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩენას 6-თვიდან 1-წლამდე ვარაუდობს - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

„მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება მცირე ნაწილი შედარებით უფრო ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში.

„რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა გრძელვადიან და მოკლევადიან ტურიზმთან დაკავშირებით.

მიგრანტები, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში მათი შემოსვლაც ტურისტულ სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზე მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე რა მოხდება რუსეთში, რა მოხდება უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, მიიღებენ ალბათ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას.

დარწმუნებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება მცირე ნაწილი შედარებით უფრო ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.