მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

პუბლიკა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა.

მოსამართლის განმარტებით, პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. მისი მტკიცებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ვერ გასამართლდება.

ადვოკატი მიხეილ თოდუა ამბობს, რომ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნა შეუტყობინებლობაზე მაშინ უნდა შემწყდარიყო, როცა კალანდიას მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს.