მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ალასანია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების, რომ მიხეილ სააკაშვილი „დღეს უკვე დაცემულია“.
„სააკაშვილი დაცემული არ არის. ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის.
სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები (მომხრეებში გესმით, ალბათ, ვის ვგულისხმობ). სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, – განაცხადა ალასანიამ.
„მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები… მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც უკვე დაცემულია”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.