მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" შეუშვებენ

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს შეუშვებენ.

ამის შესახებ „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

ასევე, პენიტენციურმა სამსახურმა დაგვიდასტურა რომ სააკაშვილი დღეს საკუთარ პროცესს დაესწრება, რის საშუალებასაც მას ამ დრომდე არ აძლევდნენ.

„გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად”. – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქპოსტის მეშვეობით.

სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, დაცვის მხარე დააყენებს პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობას.