მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

პუბლიკა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ შესულა.