პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მიხეილს სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, “- ნათქვამია პენიტენციურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აუღეს PCR ტესტი, რადგან გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.