მიხეილ ყაველაშვილი პაპ ლეო XIV-ს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პაპ ლეო XIV-ს შეხვდა. ინფორმაციას ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, პაპს კიდევ ერთხელ მიულოცა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარსშორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

„ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

რომის პაპს ასევე მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ საქართველოსთან სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოვიწვიე”, – ნათქვამია ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი 267-ე პაპად 8 მაისს აირჩიეს. პრევოსტი 69 წლისაა. მას ლეო XIV-ის სახელით მოიხსენიებენ და აშშ-დან პირველი პაპია.

რობერტ პრევოსტი 1955 წელს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში დაიბადა, მღვდალდ კი 1982 წლის ივნისში აკურთხეს.

კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში ის სამხრეთ ამერიკაში მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა პერუს ერთ-ერთ ქალაქში, 2014 წლიდან 2023 წლამდე ჩიკილაოს (პერუ) ეპისკოპოსი იყო, 2023 წელსს კი კარდინალად აკურთხეს.