„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა შეწყალებულთა სიაში სინდისის პატიმრები.