მიხეილ ყაველაშვილმა 70 ადამიანი შეიწყალა

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა.

ყაველაშვილის ადმინისტრაცია წერს, რომ შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”. – ნათქვამია განცხადებაში.