მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ალექსანდრე ლუკაშენკასგანაც მიიღო

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკასგანაც მიიღო. მანამდე მილოცვის წერილი გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ლუკაშენკას მილოცვაში.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.