მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა თანამდებობაზე დანიშნა.

ბანკის ცნობით, საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას  წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2022 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

„წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.