„ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან რომ ახალი მიკროავტობუსები შემოვიყვანოთ ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზარდოს ტარიფი“ – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე .
„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კომპანიას აქვს მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მისი თქმით, ტარიფის ზრდის მოთხოვნა მათგან იყო სრულიად ლეგიტიმური. ხმალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, მერიასა და კომპანიას შორის დაიდება მემორანდუმი და კომპანია თბილისის მერიასთან ერთად დაიწყებს მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.