მიკსი და მაკკოლი მელიას საქმეზე მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე  გრეგორი მიკსმა და ამავე კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი საქართველოში მხარეებს მოუწოდებენ, მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.

„თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის“, – აცხადებენ კონგრესმენები.