მილერი: არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის შეჭრის გამო

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის აგრესიისა და შეჭრის გამო ბოდიშის მოხდა არ სჭირდება. ის მიუთითებს, რომ რუსეთი იყო ყოველთვის აგრესორი.

„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება რუსეთის მიერ შეჭრის გამო, ისევე როგორც არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაცია აგრძელებს. რუსეთია აგრესორი, შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს უკანონო ოკუპაციას”, – აღნიშნავს ის.

14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე.” – თქვა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.” – თქვა ივანიშვილმა.