მილერი: გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რა იქნება და ვის მიემართება, უნდა დაელოდოთ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი იმეორებს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოს შესახებ „ყველა ინსტრუმენტის” გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რა იქნება ეს და ვის მიემართება, ოფიციალურად გამოაცხადებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, არ ვაპირებ საუბარს შესაძლო სანქციებზე, რომლებიც შეიძლება დავაწესოთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ან ქვეყნის შიგნით მოქმედი პირების მიმართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ მთავრობის მიერ მიმართულების ცვლილებების მიმართ. თქვენ ნახეთ ჩვენი სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ეს და ვის მიემართება, უნდა დაელოდოთ, სანამ გამოვაცხადებთ”.

5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობდა სანქციებზე.