მილერი: „ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება რუსულ კანონსა და მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე.

მილერმა ისევ განაცხადა, რომ აშშ ძალიან შეშფოთებულია ამ კანონმდებლობით.

„ასევე შეშფოთებულები ვართ და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ ამ კანონის დასაცავად. „ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკამ გადაიყვანა საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

ეს ჯერაც კანონპროექტია. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო კონკრეტულ საპასუხო ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადავდგათ, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა. მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცხადად ვთქვით, როგორ სერიოზულად ვიღებთ ამ ინფორმაციას და როგორი შეშფოთებულები ვართ”. – თქვა სახელმწიფო დეპარლამენტის სპიკერმა.

ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მეთიუ მილერს ჰკითხა, რამდენად ინფორმირებულია სახელმწიფო მდივანი საქართველოს მოვლენების შესახებ.

„ბლინკენი ყველაფერს ძალიან ყურადღებით აკვირდება”. – განაცხადა მეთიუ მილერმა.