მილერი „ოცნების“ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ: ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „რადიო თავისუფლების“ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას“.

„რადიო თავისუფლების“ ცობით, მილერმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე აქციებზეც და თქვა, რომ „გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“.

32-ე დღეა აქციები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

პროევროპულ აქციებზე სამართალდამცველები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლმდენ გაზს, სპეცრაზმი აქციის დაშლის დროს სცემდა მოქალაქეებს. 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი – სისხლის სამართლის წესით.