მილერი რუსულ კანონზე: გავიმეორებ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეშფოთებულია რუსული კანონით.

„ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს. […] ჩვენ წინასწარ არასდროს აღვწერთ სანქციების დაწესებას, სანამ ამას არ გავაკეთებთ “. – განაცხადა მეთიუ მილერმა.