მილერი რუსულ კანონზე: ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას ნათლად განვუმარტეთ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამით აშშ ღრმად შეშფოთებულია.

მისი თქმით, ეს შეშფოთება მათ საქართველოს ხელისუფლებას ნათლად განუმარტეს.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა სამუშაოც ეხება და აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოცილების რისკის ქვეშ აყენებს. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად განვუმარტეთ საქართველოს მთავრობას”. – წერია მეთიუ მილერის განცხადებაში.