მილერი: საქართველო ანტიდემოკრატიული ქმედებებით შორდება გაცხადებულ სურვილს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს ბრიფინგზე ჰკითხეს „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონპროექტზე – მილერმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებებით შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაცხადებულ სურვილს.

„იქცევა თუ არა ეს კანონად, როგორც ჩვენ ბოლო თვეებია ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დაუცველთა და მარგინალიზებული ჯგუფების შეზღუდვით, რის შესაბამისიცაა ეს კანონი, საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ და ხალხის ცალსახა სურვილს”, – განაცხადა მილერმა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.

კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.