მილერი: შეშფოთებულები ვრჩებით კანონპროექტით და „ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკით

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსული კანონის შესახებ და აქვე აღნიშნავს მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე. მისი თქმით, კანონი საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროატლანტიკურ გზას, არამედ ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

„ვრჩებით ღრმად შეშფოთებული არა მხოლოდ კანონპროექტით, რომელიც განხილვაშია, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელსაც „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან ვხედავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ასევე, ურთიერთობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა მან.

მსგავსი განცხადება მილერმა კითხვის საპასუხოდ გუშინაც გააკეთა და თქვა, რომ რუსული კანონი, რომელსაც საქართველოში განიხილავენ ,,ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს”.

ასევე, ამ კანონის მიღება, მილერის თქმით, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.