მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დაესწრება.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღიშნა, რომ სასამართლო სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.

„მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას“. – განაცხადა ზურაბიშვილმა.