„მიმართეთ დარგის ექსპერტებს“ – თორნიკე რიჟვაძე შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, არ პასუხობს

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – რუსეთმა თუ უკრაინამ, არ უპასუხა.

მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ.

ტვ “პირველის” ჟურნალისტი მეორედაც ჩაეკითხა, თუმცა შეკითხვას თავი კვლავ აარიდა. „მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.