„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ენმ-ის ოფისიდან ამოღებულია სერვერები“ - შსს

პუბლიკა

„მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ამოღებულია სერვერები“ – ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.