მიმდინარე კვირაში ვაქცინის მესამე დოზის საკითხზე ვიმსჯელებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ვაქცინის მესამე დოზის საკითხზე იმსჯელებენ და ცვლილება, შესაძლოა, საქართველოს პროტოკოლშიც შევიდეს.

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე, რომლისთვისაც მესამე დოზა იქნება განსაზღვრული. ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასობრივად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.