მინაშვილი: სავარაუდოდ, გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილი სასამართლოში მოჰყავთ

პუბლიკა

სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ესკორტირება უკვე განხორციელდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, სასამართლოსთან პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი უკვე გადაიყვანეს სასამართლოში. პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

„თითქოს ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიყვანეს, ან მოჰყავთ სასამართლოში. ვნახეთ კადრები რომ გორის ჰოსპიტლიდან მანქანები გამოვიდა და აქაც უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციის მობილიზაციაა. ძალიან ბევრი პოლიციელია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ე.წ. სასამართლოში მოჰყავთ მიხეილ სააკაშვილი.“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს წინ აქცია მშვიდობიანია და არავინ გეგმავს სასამართლო პროცესის მიმდინარეობას შეუშალოს ხელი.

მედიის წარმომადგენლებს, სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე, არ უშვებენ. მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ. სასამართლოს შიდა პერიმეტრეზე ასევე არ უშვებენ აქციის მონაწილეებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის ჰოსპიტალში მკურნალობას.