პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინმგზე განმარტა, რატომ აღარ დაიკავებს ის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში. მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას.
„მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ ასევე მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთანაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმვალობაში, მოგეხსენებათ, რომ ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, ასევე ძალიან საინტერესო, დატვირთული პერიოდი იყო. სამწუხაროდ, დაგვემთხვა პანდემია და ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი გუნდი, ჩემი კოლეგები ძალიან წარმატებულად, ეფექტურად მართავდნენ ამ პროცესს. მინდა მათ წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსაც და აღნიშნა, რომ ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მან მადლობა გადაუხადა მედიასაც.