„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სამთავრობო არხ „იმედზე“ იმეორებს ანტიევროპულ პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც ევროპასთან ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის ქართულ იდენტობასთან, რწმენასთან, ტრადიციებთან.
„პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი წარსული გვაქვს და ამით ვამაყობთ, ჩვენ არ გვინდა ბატონები, არ გვინდა რუსეთი, მაგრამ ის დამოკიდებულებაც არ გვინდა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი რამდენიმე ე.წ. ვითომ მეგობარი ქვეყნისგან…
გვინდა პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ თავში წამოგვარტყას, რადგან პატარა ქვეყანა ვართ.
მე პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, ჩემს კულტურას, ჩემს სარწმუნოებას, ჩემს ეკლესიას, ჩემს პატრიარქს… და როდესაც ამაზე საუბრობ, გამოდიან და ამბობენ – ეს ბნელია, კაცო…
დიახ მე მინდა ევროპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, ჩემს ტრადიციებზე, ჩემს წარსულზე“ – თქვა კალაძემ.