მინდა, გავაფრთხილო ქობულეთში კაფე „ჰავანას“ ვიზიტორები, ფრთხილად იყვნენ - იმნაძე

პუბლიკა

„9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ქობულეთში კაფე „ჰავანასი“, მინდა რომ მაქსიმალურად ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს”, საქართველოში ყველგან არის და თვითონ ქობულეთშიც“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის განხცადებით, ქობულეთში ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მისი თქმით, ინფიცირებული ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში „ჰავანაში“  მუშაობდა.

„ძალიან არასასიამოვნო შემთხვევა გვაქვს, ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალბატონი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი ბუნგალო, კაფე „ჰავანა“ ქობულეთში და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია და გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ.