მინდა მივმართო ქართველ ხალხს, დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ - პოროშენკო

პუბლიკა

„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ“, – ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. პოროშენკოს ინტერვიუს სინქრონულ თარგმანს „პალიტრანიუსი“ გვთავაზობს.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან მეტ სოლიდარობას და მხარდაჭერას ელის.

„პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს, მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის ჩვენ არამხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.