საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს

პუბლიკა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ სოლიდარობას გამოუცხადეს უკრაინას.

„ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე დ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განხორციელდება კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე ასევე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, რადგან საქართველო ზუსტად არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.