“მე მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასევე მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს ეს რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ, ჩვენი ექიმების გვერდით დავიკავო ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 აგვისტოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელში არხილოსკალოში ჩავიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დახვედრა მოუწყვეს.
ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრას პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.
„მერე რა, დანაშაულია ქეიფი”? – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს.