1 აპრილამდე მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის კვეთამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღეიდან 1-ელ აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე.

მათი ცნობით, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

სამუშაოების განხორციელების პერიოდში ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.