„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ.
როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს.
მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი.
როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა.
„სახლში რომ მოვედი, ვნახე, რომ ვიღაც მელოდებოდა სადარბაზოსთან, ერთი ჩანდა და დავუყვირე, რომ მე მელოდები? აქედანაც გამოვარდნენ, მანქანის უკან იყვნენ დამალულები, აქეთ რომ გადმოვედი, უკნიდან ვიღაცამ დამარტყა, წამაქცია და მერე ფეხით შემდგნენ, მერე გაიქცნენ,“ – ამბობს ყურუა.