მინისტრების ნაწილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და შეხვედრიდან გამოსულმა მთავრობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

ჟურნალისტების კითხვებს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ უპასუხეს.

ისინი ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შესაბამისად, არ გეგმავენ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას. ისინი ამბობენ, რომ ლიტურგიას ოჯახთან ერთად თვალს ტელევიზიით მიადევნებენ.

შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგში აქტიურად დგას საკითხი – შეასრულებს თუ არა საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, 3 პირის შეკრებისა თუ კომენდანტის საათის თაობაზე. როგორც აქამდე ცნობილია, ისინი ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ.