მინისტრის თქმით, ჩინეთმაც შესაძლოა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

როგორც მან თქვა, ამ საკითხზე საუბარი გასულ კვირას პეკინში გამართულ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიაზე იყო.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო ვიზების გაუქმების შესახებ ჩინეთის მოქალქეებისთვის, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული ჩინეთში. იმაზეც ისაუბრეს, რომ სარკისებურად განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება, რისი იმედიც მაქვს მე  ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის, “- თქვა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან გაუქმდა.