მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკა წარადგინა

პუბლიკა

დღეს განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიმიჯნება ერთმანეთისგან და ერთმანეთზე აღარ იქნება მიბმული.

მინისტრმა თქვა, რომ  160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას.

კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით.

საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება.