მინსკში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა

პუბლიკა

ფოტო: Белсат TV

ბელარუსის დედაქალაქში 23 აგვისტოს თავისუფლების მოედანზე გაიმართა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგი, რომელზეც, სულ მცირე, 100 000 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის იუწყება.

„მარში ახალი ბელარუსისთვის“, ასე ჰქვია მიტინგს, რომელიც 9 აგვისტოს პრეზიდენტობის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ტარდება.