მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება კატეგორიულია და ის ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის უარს აცხადებს გლდანის ციხეში გადაყვანაზე.
გვარამიამ სააკაშვილი საპყრობილეში დღეს მოინახულა და შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან მისი განცხადება წაიკითხა:
„როგორიც არ უნდა იყოს ჩამი ჯანმრთელობის მდგომარეობა , მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში გადაყვანაზე და მირჩევნია დავრჩე იქ სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი ან ჩემი თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“,- აცხადებს სააკაშვილი.
გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილთან დღეს ისაუბრა გლდანის ციხეში მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე:
„ეს ინფორმაცია არის უტუარი და თუ უნდა გამოიკვლიოს იუსტიციის სამინისტრომ, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც ემუქრება მის უსაფრთხოებას ეს საშიშროება, ამიტომ ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კოლიდორებისთვის მიხეილ სააკაშვილის გამეტებას. ეს არის გამორიცხული, იგი იქნება აქ ან იქნება სამოქალააქო კლინიკაში“,- განაცხადა გვარამიამ.