გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას.
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
„შეგახსენებთ, რომ [გერმანიის ელჩი] „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.
ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.