მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია - შსს

პუბლიკა

„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-მ დაუდასტურა.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუმცა „პუბლიკის“ ინფორმაციით, დაკავებულია ნიკოლოზ გუგეშაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ამტკიცებდა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს დაესხნენ თავს.