მიშას არ ვუთხარი უარი, 2 საათის წინ გადავწყვიტე - ჟორჟოლიანი მაჟორიტარობაზე

პუბლიკა

„ფაქტობრივად 2 საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა“, – ამბობს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატობაზე. მისი თქმით, ის „მთავარ არხზეც“ რჩება.

„სინამდვილეში რატომაც გადავწყვიტე ეს არის: ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც მე ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვისაც მე ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შექმნილა ამ ქვეყნის პირველ პირებში, ყველა ამ მიზეზის გამო ამ ადამიანს – მიშას არ ვუთხარი უარი ამ მთავარ გამოწვევაზე“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა „სხვა ნანუკას“ ეთერში ასევე თქვა, რომ მსგავსი შემოთავაზება არაერთხელ მიუღია, თუმცა უარს ამბობდა, რადგან არ სურდა, ქართული პოლიტიკის ნაწილი ყოფილიყო.

„ვაპირებ, რომ ჩამოვიდე თქვენთან, ყველა სოფელში. გადავთვალე და დღეში 7-8 სოფელში უნდა ჩავიდე, რომ ყველგან ჩასვლა მოვასწრო. ყველა სოფელში ჩამოვალ. არადსოდეს ჩემთვის ციფრი არ იქნებით, არასოდეს არ დაგთვლით კვადრატულ მეტრზე, ჩემთვის იქნებით ადამიანები, თქვენი სახელებით, გვარებით, ისტორიებით. არასოდეს გეტყვით ტყუილს“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.