ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა ამა თუ იმ ქვეყანას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატს ვერ მისცემს.
X-ზე გამოქვეყნებული განცხადებით მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ აქტიურობას ეხმაურება.
„ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ აქვს.
ევროპული საბჭო მკაფიოა: რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირი საუბრები შეიძლება წარიმართოს უკრაინის გარეშე”. – აცხადებს შარლ მიშელი.
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. უნგრეთი EU-ის თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში იქნება. პუტინთან ორბანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს, 5 ივლისს გაიმართება.
მანამდევიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, 2 დღით. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ომის დასრულება რუსეთის პირობებით – რუსეთთან ომის არსებულ ხაზზე, ანუ რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. უკრაინისთვის ეს წინადადება მიუღებელია.