მიშელის 6 პუნქტი - რა წერია მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტში

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა და მისი მედიაციით შეხვედრა სთხოვა.

წუხელ შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ჩარჩო-საკითხი შედგა განსახილველად.

„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა ის საკითხები, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე შეადგინა.

განახლებული დიალოგის შემადგენელი საკითხები:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის

2. კანონის უზენაესობა / მართლმსაჯულების რეფორმა

  • უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი;
  • არჩევნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;
  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად.

3. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების საკითხი / პატიმრების პრობლემა

4. პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება

  • საგამოძიებო კომისია;
  • საპარლამენტო ორგანოებში როლებისა და პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილება.

5. შესაძლო ვადამდელი არჩევნები / ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება

6. ფასილიტაცია / მედიაცია / ამ საკითხების მარტში განხილვა