„ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
31 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.