მას შემდეგ, რაც Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი „ფაქტჩეკინგის“ სისტემით შეამოწმა და არასწორად მონიშნა, პრეზიდენტმა კომპანიას არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი და დაემუქრა.
„Twitter 2020 წლის არჩევნებში ერევა. როგორც ისინი ამბობენ, საფოსტო ბიულეტენებზე ჩემი განცხადება, თითქოს ეს ბიულეტენები მასობრივ კორუფციასა და გაყალბებას იწვევს, არასწორია. „ფეიქნიუსური“ CNN-ისა და Amazon-ის The Washington Post-ის „ფაქტჩეკინგზე“ დაფუძნებით.
Twitter საერთოდ უარყოფს სიტყვის თავისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ!“, – წერს ტრამპი Twitter-ზე.
დონალდ ტრამპის ორი „ტვიტი“ სოციალურ ქსელზე უსაფუძვლო ისტორიის გავრცელებად პირველად მოინიშნა. მას შემდეგ, რაც კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აპირებს საფოსტო ბიულეტენების სისტემა გააფართოვოს. პრეზიდენტმა დაიწყო მტკიცება, თითქოს არჩევნებში საფოსტო ბიულეტენები მასობრივ გაყალბებას იწვევს.
Twitter-მა ტრამპის კომენტარები უსაფუძვლო მტკიცებად მონიშნა და განაცხადა, რომ ცნობილი მედიაგამოცემები არასდროს მიუთითებდნენ, თითქოს ამ ტიპის ხმის მიცემისას მასობრივი გაყალბება მომხდარიყოს.
კომპანიის განცხადებით, დონალდ ტრამპის კომენტარი კომპანიის წესებს არ არღვევს, რადგან ხალხს არჩევნებში მონაწილეობისგან თვის შეკავებისკენ დაუფარავად არ მოუწოდებს, თუმცა საჭირო იყო ამ ბრალდების კონტექსტის მიწოდება საზოგადოებისთვის.