მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა მინერალებისა და წამლების მიღებაზე, რაც მის შედარებით ნორმალურ მდგომარეობას უზრუნველყოფდა. ახლა კი მაჩვენებლების ნაწილი უარესდება და მოითხოვს კონსილიუმის სასწრაფოდ შეკრებას.
„პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ასევე, იმ მინერალების და წამლების მიღებაზე, რომლებიც უზრუნველყოფდა მის ასე თუ ის ნორმალურად ყოფნას. ეს არის ტრაგედია. იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში.
ამიტომ მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ… მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში ან მეტ საათში, მაგრამ დღე არ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.